geo eng

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ყველა შესყიდვას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შესყიდვების რეგულაციების მიხედვით ახორციელებს. დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ „შესყიდვების სახელმძღვანელო“ ფონდის ვებსაიტზე წესების და რეგულაციების ნაწილში.

ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა შესყიდვის შეთავაზება ქვეყნდება და ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდზე. ტენდერების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: procurement@mcageorgia.ge