geo eng

პარტნიორები

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა და პარტნიორებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები

სტრატეგიული პარტნიორობა

ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევი კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ბენეფიციარების ხელშეწყობის მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პარტნიორობების ფორმალიზების მიზნით აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან. თითოეული მემორანდუმის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური (STEM) განათლების პოპულარიზებასა და ხარისხის გაძლიერებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ძირითადად, მიმდინარეობს ფონდის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების ბენეფიციარებისთვის (სტუდენტებისთვის) სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შექმნა, სახელობითი სასწავლო სტიპენდიების დაწესება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის სტრატეგიულად მნივშენლოვანია განხორციელებული პროექტების მდგრადობა და ხანგრძლივობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ აშშ-ის მთავრობისა და ხალხის დახმარების მიღება და რესურსებზე თანაბარი წვდომა.  კერძო და საჯარო სექტორების მონაწილეობა სასწავლო პროგრამების გაძლიერებაში ხელს უწყობს მტკიცე, გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და კვალიფიციურ ადამიანურ რესურსებზე წვდომას. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფონდის პროფესიული განათლების პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილოება მიიღონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ჰქონდეთ წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსებზე სწავლის დაფინანსების მიზნით და შემდგომში დასაქმდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მზადაა, ითანამშრომლოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებისა და სტუდენტების დაკავშირების მიზნით. 

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პარტნიორები

 

ორგანიზაცია: სს სინერჯი კაპიტალი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 25.06.2019

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 20.10.2019

მემორანდუმის მიზანი:

მემორანდუმის მიზანია მხარეთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.

მემორანდუმი ითვალისწინებს კადრების გადამზადებას სტაჟირების, პრაქტიკის გავლის გზით; ამ მხრივ, საჯარო-კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, SDSU-ს და სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების მოკლევადიანი სტაჟირების უზრუნველყოფას; მემორანდუმი მიზნად ისახავს განავითაროს ადამიანური კაპიტალი STEM დარგებში.

www.synergy.ge
 


ორგანიზაცია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 24.04.2019

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 29.10.2019

მემორანდუმის მიზანი:

ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კადრების მომზადება. მემორანდუმი ითვალისწინებს SDSU-სთან თანამშრომლობას საბაკალავრო პროგამების სტუდენტების და სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების მიერ საკრებულოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის მიზნით; აგრეთვე მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია STEM-ის სფეროების პოპულარიზაცია, კადრების მომზადების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

www.tbsakrebulo.gov.ge


ორგანიზაცია:  სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 05.04.2019

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 29.10.2019

მემორანდუმის მიზანი:

მემორანდუმის მიზანია ადამიანური რესურსის განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხო ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობის გზით; ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამების შეთავაზების გზით; ქალების მოზიდვა ტექნიკური პროფესიული განათლების შემდეგ პროგრამებში: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი სპეციალისტი, ამწის ოპერატორი, შემდუღებელი, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი.


ორგანიზაცია: ააიპ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 19.07.2018

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანი:

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციას საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU-Gerogia) პროგრამების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერა; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსება; და პროფესიული განათლების (TVET) ყოველწლიური კონფერენციის სპონსორობა.

 



ორგანიზაცია: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისათვის

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 15.06.2018

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია ბიზნესის მფლობელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი, ისევე, როგორც ბიზნესში დასაქმებული ქალების გაძლიერება, მათი საქმიანობის და პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა, რაც, საერთო ჯამში, გააძლიერებს კერძო სექტორის ეფექტიანობას და მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნას ქვეყანაში;

2019 წლიდან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი და ქალები მომავლისთვის ერთობლივად განახორციელებენ ფონდის კონკურსს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“.

https://www.womenfortomorrow.org/


 

 

 



ორგანიზაცია: სს ანაკლია სითი

 შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 01.06.2018

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კადრების  გადამზადება სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის გზით; საჯარო-კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორცილება.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამაზე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მოკლევადიანი სტაჟირება; საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია, გადამზადებული კადრების შემდგომი დასაქმების წახალისება არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

 




ორგანიზაცია:
  განათლების საერთაშორისო ცენტრი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 04.05.2018

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 04.05.2024

მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობის საფუძვლის შექმნა და განათლების საერთაშორისო ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

http://iec.gov.ge/


ორგანიზაცია:  შპს Sakkorggazi (სოკარი)

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 15.12.2017

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება, სტაჟირებისა და პრაქტიკის საშუალებით.

მემორანდუმის ფარგლებში, კადრების მომზადების მიზნით, მოხდება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საჯარო და კერძო სექტორთან და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მოკლევადიანი სტაჟირება კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში; საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია და მოთხოვნის შესაბამისად, გადამზადებული კადრების შემდგომი დასაქმების წახალისება.

https://socar.ge/ge/



ორგანიზაცია:  შპს Georgian Water and Powers

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 13.10.2017

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება, სტაჟირებისა და პრაქტიკის საშუალებით.

მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას საჯარო და კერძო სექტორთან და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. ასევე, მემორანდუმის მიზანია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მოკლევადიანი სტაჟირება და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია გადამზადებული კადრების შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

https://www.gwp.ge/


ორგანიზაცია:  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 03.04.2017

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა ახალგაზრდებისთვის ტურნირების მოწყობის საქმეში და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაში.

განხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ლექციების და პრეზენტაციების ორგანიზება ახალგაზრდულ ბანაკებში და სხვა ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამების პოპულარიზებას.

http://msy.gov.ge/


ორგანიზაცია:  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს ელექტრული სისტემების კომერციული ოპერატორი, შპს ენერგოტრანს, შპს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია, შპს ენერგო-პრო ჯორჯია

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 10.01.2016

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 10.06.2019

მემორანდუმის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კადრების  გადამზადება სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის  გზით.

მემორანდუმი, კადრების მომზადების მიზნით, ითვალისწინებს კერძო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორცილებას; საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას და არსებული მოთხოვნების შესაბამისად, გადამზადებული კადრების შემდგომ დასაქმებას.

http://www.energy.gov.ge/



ორგანიზაცია:  სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 05.12.2016

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო  სფეროში, ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების შესაბამისად, კადრების გადამზადება სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის  გზით; ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის, ბიზნესფორუმების და კონფერენციების განხორცილება.

მემორანდუმი ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას და დასაქმების ხელშეწყობას არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

ასევე, ინვესტორების ექნებათ წვდომა ინფორმაციაზე საქართველოში STEM დარგების შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის და უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში არსებული ადამიანური რესურსის შესახებ.

http://investingeorgia.org/en/


ორგანიზაცია:  გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 20.11.2015

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 19.11.2017

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობა გოგოებისა და ქალების გასაძლიერებლად, რათა წახალისდეს მათი მონაწილეობა საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში და გაიზარდოს სტუდენტი გოგოების რაოდენობა.

მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ინფორმირებას განათლებაში გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ და შესაბამისი პრომო და სასწავლო მასალების მიწოდებას; გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების გავრცელებას პროფესიული განათლების მიმწოდებლებსა და მათ ბიზნეს პარტნიორებს შორის.

http://georgia.unwomen.org/ka


ორგანიზაცია : საქათველოს პარლამენტის აპარატი

მემორანდუმის გაფორმების თარიღი: 01.07.2019

მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი: 24.10.2019

მემორანდუმის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოსთან საქართველოს პარლამენტის აპარატში სტუდენტების სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის მიზნით; ასევე, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია და თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.

 



ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო სექტორთან, ფონდებთან, უნივერსიტეტებთან, ბენეფიციარ ასოციაციებთან, სავაჭრო ასოციაციებთან ან სხვა არასამთავრობო უწყებებთან სამომავლო პარტნიორობების გამჭვირვალედ ჩამოყალიბების მიზნით ნერგავს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან (MCA-Georgia) პარტნიორობის მარეგულირებელ პროცედურას.

საპარტნიორო წინადადებები უნდა ეთანხმებოდეს და პასუხობდეს კომპაქტის ძირითად მიზნებს, რაც მდგომარეობს ზოგადი განათლების ხარისხისა და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობების განვითარებაში და შესაბამისი სფეროების კვალიფიციური სამუშაო ძალის გაძლიერებაში. ნებისმიერი საპარტნიორო წინადადება უნდა პასუხობდეს კომპაქტით გათვალისწინებული პროეტებისა და აქტივობების ვადებს, რაც გულისხმობს ხუთწლიან პერიოდს კომპაქტის ძალაში შესვლის შემდგომ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ შესაძლებელია დაამყაროს პარტნიორობები, რომლებიც გულისხმობს როგორც დაფინანსებას ფონდის მხრიდან, ასევე არამონეტარულ პარტნიორობებს, იმ შემთხვევაში თუ წინადადების მიზნები და ამოცანები ემთხვევა საქართველოს კომპაქტს.

დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შეავსონ სპეციალურად აღნიშნული პარტნიორობისთვის შემუშავებული ანკეტა ინგლისურ ენაზე, რომელშიც, პირველ ეტაპზე ასახავენ პარტნიორობის კონცეფციას მოკლედ. შემდგომ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს ეცნობება წინადადების ჩაბარების შესახებ, ხოლო  20 დღის განმავლობაში მოხდება განმცხადებლის ინფორმირება აკმაყოფილებს თუ არა შემოტანილი წინადადება შემდგომ განხილვას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ფონდის მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი განმცხადებელს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას და გაუწევს დამატებით ტექნიკურ დახმარებას/გასცემს ინსტრუქციებს საბოლოო პროექტის მისაღებად, რომელიც უფრო დეტალურად იქნება წარმოდგენილი წინასწარ განსაზღვრული ანკეტის მიხედვით.

თითოეული პროექტი, განხილული იქნება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და საბოლოო დადებითი პასუხის შემთხვევაში გაფორმდება პარტნიორობის ოფიციალური დოკუმენტი.

პარტნიორობის მარეგულირებელი პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ: GKopaleishvili@mcageorgia.ge