geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი უცემენტო ბეტონის წარმატების ისტორია

2019-03-27

"ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის ამოუხსნელმა ფენომენმა გაგვიჩინა კითხვა: ჩვენ რას შევქმნიდით განსაკუთრებულს? ასე გაჩნდა უცემენტო ბეტონის შექმნის იდეა, რომელიც არის ახალი სიტყვა პოლიმერბეტონების წარმოებაში.
ჩვენ მიზნად დავისახეთ პოლიმერის, როგორც მასალის, გაძლიერება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით.
მიღებული პოლიმერბეტონი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ასევე, მედეგობის მაღალი მაჩვენებლით გოგირდწყალბადოვანი და სულფატური კოროზიის მიმართ. ამავდროულად, არის უფრო ნაკლები ხვედრითი წონის, ვიდრე, დღეს მსოფლიოში არსებული პოლიმერბეტონები."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - უცემენტო ბეტონი.