geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი Cyber Guide-ის წარმატების ისტორია

2019-03-26

"გვინდა, გავუმარტივოთ ცხოვრება უსინათლო ადამიანებს, ამისთვის გავერთიანდით და შევქმენით ხელსაწყო, რომელიც გამოირჩევა დიზაინით, მობილურობით და დაბალი ფასით.
ჩვენს სკოლასთან ახლოს არის უსინათლოთა სკოლა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უჭირთ ჩვენს თანატოლებს დამოუკიდებლად გადაადგილება. პროექტის შექმნაც ამან გადაგვაწყვეტინა. იმედი გვაქვს, ჩვენი ინოვაცია ხელს შეუწყობს უსინათლოთა უკეთ და უფრო სწრაფად ინტეგრაციას საზოგადოებაში."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - Cyber Guide.