geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი - Infra Vision-ის წარმატების ისტორია

2019-03-22

"შევიკრიბეთ ერთი მიზნით - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობით მივიღოთ გამოცდილება და გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი იდეა. ჩვენი პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროული პრევენცია, მსხვერპლისა და ზარალის შემცირება.
იდეა გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ხანძრისა და მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ, რამაც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გარემოს. ჩვენი პროექტის საშუალებით შევძლებთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას სტიქიური მოვლენების პირობებში."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - Infra Vision.