geo eng

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებთან და მედიასთან ეფექტიან კომუნიკაციას, ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამჭვირვალობასა და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობას.

ამასთანავე, ფონდისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორთან მჭიდრო, ორმხრივად მოგებიანი პარტნიორობის დამყარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას და ფონდის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მდგრადობასა და შემდგომ განვითარებას. შესაბამისად, საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება კერძო სექტორთან თანამშრომლობის დამყარება და ერთობლივი, საპარტნიორო პროექტების განხორციელებაა.

საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთრთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი არის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგი კოპალეიშვილს შემდეგი ელექტორნული ფოსტის მეშვეობით: gkopaleishvili@mcageorgia.ge

 

წლიური ანგარიშები:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2017 წლის ანგარიში