geo eng

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო ახორციელებს პროექტს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. პროექტის განხორციელებისათვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation – MCC) მეორე კომპაქტიდან გამოყოფილია 16 მლნ. აშშ დოლარი.  პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. 

პროექტი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

1. მსხვილი საგრანტო პროგრამა პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის: პროგრამა გასცემს გრანტებს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისთვის, ისევე როგორც არსებული პროგრამების განახლებისთვის. დაფინანსება ასევე  გაიცემა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და დამსაქმებლებთან არსებული კავშირების გაღრმავების მიზნით.

2. მცირე გრანტების პროგრამა პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა-ხელშეწყობისათვის: პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას განავითარებენ, დანერგავენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად და ინდუსტრიის საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

3. ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობისთვის პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის;

4. პროფესიული განათლების პოპულარიზების მიზნით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება.  

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.iswd.ge 

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" - ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსს საფუძველი 2017 წელს ჩაუყარა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის. კონკურსი წარმოაჩენს დარგში მონაწილე წარმატებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის საუკეთესო სტუდენტს, მასწავლებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს პარტნიორს. დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს შესახებ იხილეთ კონკურსის ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge  

კომპაქტის ფარგლებში შექმნილი პროფესიული განათლების მოდულური და სასერტიფიკატო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ.