geo eng

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების მიმართულება სამი აქტივობისგან შედგება:

  1. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება

  2. საგანმანათლებლო შეფასებების ხელშეწყობა

  3. სკოლების რეაბილიტაცია

საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება

პოექტის  მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო  საგნებში.  პროექტის ფარგლებში მოხდება 24,000-მდე საჯარო სკოლის პედაგოგის, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მიზნად ისახავს:

  • საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას  შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისური ენა, გეოგრაფია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

  • სკოლის მართვის გაუმჯობესებას;

  • ქვეყნის მასშტაბით სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასების ხელშეწყობა

პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საკლასო შეფასების  სისტემის შექმნა, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა.

ეროვნული შეფასებების ჩატარების მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლის დონეზე დანერგვის მდგომარეობის შესწავლა, მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება სხვადასხვა დროის მონაკვეთში და რეკომენდაციების შემუშავება.

საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიზანია, მოხდეს განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. კონტექსტის გათვალისწინებით და მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში ხდება ადგილობრივი განათლების ესქპერტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

კომპაქტის ფარგლებში, მოხდება საკლასო შეფასების სისტემის დანერგვა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ისეთი შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად მოახდინოს თითოეული მოსწავლის პროგრესის შეფასება და დაგეგმოს სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.