geo eng
250,000 აშშ დოლარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის

2015-12-04

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების შორის თანამშრომლობას დააფინანსებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2015 წლის 4 დეკემბერს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო კონკურსის პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი და PEM Consult-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიტა მუნკსი.

მცირე საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს 5,000 აშშ დოლარიდან - 10,000 აშშ დოლარამდე.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს. საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 იანვარი

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლების სისტემაში. დაფინანსდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, აღწერას, განვითარებასა და გავრცელებას.

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია, PEM Consult. იხილეთ ვებგვერდი: www.iswd.ge

საგრანტო კონკურსის წინადადების მოთხოვნის დოკუმენტი და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ

საგრანტო კონკურსის შესახებ პრეზენტაციები იხილეთ აქ