geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო

2015-11-30

სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო.  პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს.

მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

ფონდის მიერ განხორციელებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტი მოიცავს საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრულ რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქციასა და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფას.  სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ამერიკული ორგანიზაცია.  სკოლების შერჩევა ხორციელდება წინასწარ დადგენილი პრიორიტეტული შერჩევის მეთოდოლოგიით.