geo eng
აშშ-ის ელჩი იან კელი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

2015-11-19

18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი იან კელი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო. მრჩეველთა საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის, პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან და კვარტალში ერთხელ იკრიბება. საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს, ინდრუსტრიასთან თანამშრომლობის საკითხებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუწიოს რეკომენდაციები თბილისის სახელწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში   განხორციელებულ  საბაკალავრო პროგრამებზე;  საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ელჩი გაესაუბრა სან დიეგოს პროგრამების სტუდენტებს და გაეცნო მათ  ინოვაციურ პროექტებს. პროექტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო  დაფინანსებულია ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში. პროექტის საერთო ბიუჯეტია 30 მლნ დოლარი.

ელჩის გამოსვლაში ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესში და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პროექტის მნიშვნელობას.