geo eng
მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები

2013-05-20

2012 წლის დეკემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) დირექტორთა საბჭომ, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობის მიზნით საქართველო შეარჩია MCC –ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად. პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის 140 მილიონი დოლარი გამოიყოფა.


კომპაქტის შემუშავების პროცესის წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში, საქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სფეროებში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გზით. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამის თანახმად, რომლიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს, განათლებაში სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელება მოაზრებულია სკოლის საწყისი ეტაპიდან, რომელიც შემდგომ უწყვეტად გაგრძელდება პროფესიული და ასევე უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


ა.წ. 6-8 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ოფისში, კორპორაციის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობის დელეგაციას შორის კომპაქტის რატიფიცირების მომზადების ფარგლებში გაიმართამთავრობათაშორისი მოლაპარაკებები ხელშეკრულების საბოლოო შეთანხმებისთვის.


შეხვედრაში საქართველოს მხიდან მონაწილეობდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მ.შ. გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს იურიდიულ საკითხებში დირექტორი რუსუდან კემულარია, მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.


შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა კომპაქტის ფარგლებში მოაზრებული ამოცანები, მათი განხორციელების გზები და დეტალური გეგმა-გრაფიკი. მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება კომპაქტის საბოლოო პირობებსა და შინაარსზე.


“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო” წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მთლიანადაა პასუხისმგებელი კომპაქტის განხორციელებისთვის და უძღვება კომპაქტის მომზადების სამუშაოებს