geo eng
საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მიმდინარე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

2015-09-10

2015 წლის 9 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც შეჯამდა პროფესიული განათლების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შემოსული კითხვები და გაცემული პასუხები. ღონისძიებას დაესწრნენ საგრანტო პროგრამის პოტენციური განმცხადებლები, როგორც პროფესიული განათლების დაწესებულებებიდან, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეებს მიესალმნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, სონია შარიგიანი და პროექტის ხელმძღვანელი, დევიდ ჰენდლი.

პროექტის გუნდმა შეაჯამა ხშირად დასმული შეკითხვები და დამატებითი განმარტებები მიაწოდა დამსწრეებს, მათი შეკითხვებისა და ინტერესის გათვალისწინებით.  დამატებითი ინფორმაცია ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ, იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://mcageorgia.ge/cms/kcfinder/upload/files/Q-A_file_GEO%2009%2009%202015.pdf