geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია - მცხეთა-მთიანეთი, დასავლეთ საქართველო

2015-06-13

მეცნიერების სწავლებისა და სამეცნიერო ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის მიზნით, 10, 11 და 12 ივნისს მცხეთა - მთიანეთში და დასავლეთ საქართველოში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გაიმართა. კამპანია დაფინანსებული იყო კომპანია Microsoft-ის მიერ.

10 ივნისს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროგრამის კოორდინატორი, ანა ბერძენაძე და გამარჯვებული გუნდის, „მულტიკლიმატიზატორი“ წევრები, ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი მცხეთის პირველი, მეორე და დაბა თიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შეხვდნენ. 11 ივნისს, შეხვედრები გაიმართა დაბა სტეფანწმინდის და ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლაში, ხოლო 12 ივნისს, ბათუმის მერვე, ოზურგეთის მეორე და სოფ. ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებთან. 12 ივნისს ცნობიერების ასამაღებელ კამპანიაში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდის, „Virtual Kids”, წევრმა ანა სხულუხიამ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრების ფარგლებში, პროგრამის კოორდინატორმა დამსწრე საზოგადოებას  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გააცნო, ხოლო ფინალისტმა გუნდებმა თავიანთი ინოვაციური პროექტები, „მულტიკლიმატიზატორი“ და „ოკულუსი“ წარმოადგინეს. ადგილობრივი მოსწავლეები ხალისით ჩართნენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ექსპერიმენტებში, გამოსცადეს მულტიკლიმატიზატორი, დრონი და მოირგეს ოკულუსი, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერი გამოსახულება 360 გრადუსით დაინახო.

მცხეთა - მთაიანეთისა და დასავლეთ საქართველოს ტურით დასრულდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია რეგიონებში. როგორც იცით, კამპანიის მიზანი გახლდათ მეცნიერებების, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიის პოპულარიზაცია 12 – 18 წლის მოსწავლეებს შორის და მათი ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას STEM მიმართულებებში.