geo eng
საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო კონკურსის შესახებ

2015-07-21

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, დაიწყო საგრანტო კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. 23 და 24 ივლისს თბილისში, აღნიშნული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩატარდება საინფორმაციო დღეები და სამუშაო შეხვედრები, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ საკონფერეციო დარბაზში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და დაესწროს საინფორმაციო შეხვედრებს.

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საგრანტო კონკურსის მიზანია შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. საგრანტო კონკურსის მთავარი მოთხოვნაა ბიზნესისა და დამსაქმებელთა მონაწილეობა, მათ შორის თანადაფინანსების სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ PEM Consult-ის საქართველოს წარმომადგენლობას:

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N27, 0108 თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 (0)32-997310

ელ-ფოსტა: iswd@pem-consult.de

www.pem-consult.de