geo eng
უმაღლესი განათლების პროექტი

2013-05-02

MCA-Georgia-ს მიერ 2013 წლის 6 თებერვალს გამოცხადდა ორეტაპიანი ტენდერი: Selection of Partner Institution(s) for Capacity Building and Establishing Bachelor Degree Programs in Science, Technology, Engineering and Math Higher Education in Georgia (მეცნიერების, ტექნოლოგიის,საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების
შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა),
წინადადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 22 მარტი;

სატენდერო განახადის პირობების თანახმად
დაგეგმილია საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სფეროში, საქართველოში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისგაძლიერება. აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის გამოყოფილია დაახლოებით 30 მლნ. აშშ დოლარი.
ნავარაუდევია, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Education Hub) მიანიჭებს საბაკალავრო და (შესაძლოა) სამაგისტრო ხარისხებსსაბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებების სფეროში.
მთავრობის მიერ ამერიკული უნივერსიტეტის ფუნქციონირების წინაპირობად განისაზღვრა საქართველოში ამერიკული დიპლომის გაცემა, ასევე სწავლების წლიური საფასურის ზედა ზღვარი მაქსიმუმ 10000 აშშ დოლარი.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ (MCA-Georgia), საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ა.წ. 1 მარტს, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის, უცხოური და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლიო დაწესებულებებისთვის, სასტუმრო „შერატონში“ ჩატარდა საინფორმაციო ღონისძიების დღე, რომლის ფარგლებშიც მოხდა აღნიშნული პროგრამის წარდგენა და კონკურსის პირობების დეტალური განხილვა.

კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტენდერში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი იქნა რიგი განაცხადები. უმაღლესი განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპექტებული შესარჩევი კომისიის მიერ, ა.წ. 25-28 მარტს, მოხდაწარმოდგენილი პროექტების შეფასება, მათი შემდგომ ეტაპზე მონაწილეობის შესაბამისობის დადგენის მიზნით. კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეული იქნა 3 მონაწილე პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის:

1. Michigan State University and the University of Missouri, in consortium with the Battelle Memorial Institute, George Eliava Research Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology, Georgian Technical University, Ilia State University and Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

2. San Diego State University, in consortium with Ilia State University; Ivane Javakhishvili Tbilisi State University; G. Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology; Richard G. Lugar Center for Public Health Center.

3. North Carolina State University (NCSU), in partnership with Auburn University (AU), CRDF Global, the Georgia Research and Development Foundation (GRDF), and a selected group of Georgian institutes: Ivane Javakhishvili Tbilisi State University (in Tbilisi), Akaki Tsereteli State University (in Imereti), Batumi Shota Rustaveli State University (at the Black Sea coast), Iakob Gogebashvili Telavi State University (in Kakheti), Gori State Teaching University(in Kartli), and Samtskhe-Javakheti State Teaching University (in Javakheti).

კომპაქტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ, პროგრამის განვითარების მეორე ფაზაში, შერჩეულ 3 ფინალისტს მოეთხოვება დეტალური ტექნიკური პროექტის შემუშავება.