geo eng
ტენდერი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ლაბორატორიების გარემონტებისთვის

2015-06-09

2015 წლის 28 მაისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ლაბორატორიების ფართების სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული ტენდერი მიზნად ისახავს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო თანამედროვე ლაბორატორიებისთვის ფართის გარემონტებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკრედიტაციის, ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების განხორციელებას ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებით. 

ფონდის წარმომადგენლებმა, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში,  გამართეს წინასატენდერო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები და გაუზიარეს შესყიდვების პროცედურებისა და სარემონტო სამუშაოების მოცულობისა და სფეციფიკის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. ამავე ჯგუფმა ფონდის ორგანიზებით დაათვალიერა სარეაბილიტაციო ობიექტები.  

კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე:  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines.    

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა დააფიქსირონ ინტერესი და დაგვიკავშირდნენ ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

დიმიტრი ქემოკლიძე

შესყიდვების დირექტორი

Email:  procurement@mcageorgia.ge

CC: nramishvili@mcageorgia.ge

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი

დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102

 

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 ივნისი, დღის 12:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) ზემოაღნიშნულ მისამართზე.