geo eng
საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაძლეირებისთვის

2015-02-27

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძე, 2015 წლის 27 თებერვალს, საქართველოში არსებული დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხედრა გამართეს.

საკოორდინაციო შეხვედა სისტემურ ხასიათს ატარებს და ფონდის ორგანიზებით რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებასა და მიღწევების განხილვას.

აღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემას წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ამასთან, მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრებეს მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების ხელშეწყობასა და გაძლიერებას.  აღნიშული სახის შეხვედრები მნიშვენლოვნად ზრდის როგორც დონორებს შორის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას.