geo eng
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

2015-01-22

2014 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მისი დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. აღნიშნული იუბილე მაღალ დონეზე აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას თან ერთვოდა ოფიციალური ღონისძიებები, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტი ბუშის, პრეზიდენტი ობამას, მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მდივნების მილოცვები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და საქართველოს უკვე აკავშირებს 10 წლიანი წარმატებული პარტნიორობა, რაც ასახულია კორპორაციის მხრიდან პირველი და მეორე კომპაქტების დამტკიცებით. პირველი კომპაქტი საქართველომ 2004 წელს მიიღო და  ძირითადად ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავდა მიზნად (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.mcc.gov/pages/countries/program/georgia-compact).

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა.  საქართველო აღმოჩნდა მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, რომელმაც მეორედ მიიღო კომპაქტი. მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის არსებული წარმატებული, გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით გამოიხატება, საქართველოში 29 იანვარს კორპორაციის 10 წლის იუბილე აღინიშნება. 

ინფორმაცია MCC-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://www.mcc.gov/pages/about/ten