geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალის შედეგები

2020-02-20

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2019-2020 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული ოცდათორმეტი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თორმეტი გუნდი. ფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, ახალციხის, სენაკის, ბათუმის, სიღნაღისა და საგარეჯოს სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, განავითარონ ინოვაციური პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის გაზაფხულზე, თბილისში. ფინალის დროს გუნდები კონკურსის ჟიურის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები:

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ვულოცავთ ყველა გუნდს ფინალში გადასვლას!