geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

2020-01-14

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

ნახევარ-ფინალისტ გუნდებთან ინტერვიუები გაიმართება თბილისში, ა.წ. თებერვალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული გუნდები არიან:

  1. NaNo ანუ ათიმინუსცხრა | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი და სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა.
  2. მკვლევარი | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, საგარეჯო და თბილისის 186-ე საჯარო და 161 საჯარო სკოლა.
  3. მეტანოია | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი; სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისი.
  4. დათვის ბელები | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, და სკოლა ალბიონი, თბილისი
  5. მედეორი | ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; QSI International School of Tbilisi, თბილისის 175-ე საჯარო სკოლა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი.
  6. SPECTRUM | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, თბილისი.
  7. INVENTAS | თბილისის #87 საჯარო სკოლა და საერო გიმნაზია „შავნაბადა“, თბილისი
  8. GoGeoGo | ახალციხის #1 საჯარო სკოლა, ახალციხე.
  9. MARCO | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი.
  10. ატომი | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი, ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები“ და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“.
  11. helIOS | ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა. თბილისი;
  12. Esponics | ევროპული სკოლა, თბილისი
  13. იზოტოპები | ქ. რუსთავის I, მე-4-და 22-ე საჯარო სკოლა, რუსთავი.
  14. პრიზმა | ქ. ფოთის #3 საჯარო სკოლა, ფოთი.
  15. იოკოსი (IOKOS) | ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა, რუსთავი.
  16. Loud Fingers  | თბილისის 175-ე საჯარო სკოლა, თბილისი.
  17. Magic  Jar  | თბილისის საერთაშორისო სკოლა „TIS“, თბილისი
  18. Millenium Falcon  | ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, თბილისი.
  19. დიდოსტატის მარცხენა | ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა, თეთრიწყარო.
  20. MDNZM  | თბილისის N94 საჯარო სკოლა, თბილისი
  21. ტალღა და ბერკეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლა, ადიგენი.
  22. რამზის | ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, თბილისი.
  23. SCSA | სკოლა-პანსიონი კომაროვი და ევროპული სკოლა, თბილისი.
  24. რული | ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, თბილისი.
  25. ნემა | ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი.
  26. ნეპტუნი | თბილისის N77 საჯარო სკოლა, თბილისი
  27. დიდოსტატის მარჯვენა | ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა, თეთრიწყარო.
  28. ჩარლის ანგელოზები | საერო გიმნაზია „შავნაბადა“, თბილისი.
  29. Genius | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS და ქართულ-ავსტრიული სკოლა ,,ფესვები“, თბილისი
  30. პროგრესი | ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლა, ხაშური.
  31. ცეცხლოვანი ბერკეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლა, ადიგენი.
  32. ახალგაზრდა მკვლევარები | ქ. ზუგდიდის N3 საჯარო სკოლა, ზუგდიდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2019 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა. კონკურსი მეექვსე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.