geo eng
2019-2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2019-10-28

2019 წლის 26 ოქტომბერს ათასწლეულის ფონდმა გამოაცხადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2020 წლისთვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2001 წლის 2 აპრილიდან - 2007 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი.

შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 ნოემბერი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ამ ბმულზე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში.  კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. პროექტის მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.