geo eng
პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში განაცხადების შემოტანის ვადა 9 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

2019-07-08

პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება დაწყებულია და 2019 წლის 9 სექტემბრამდე გრძელდება. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.awardtvet.ge.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ინიციატივითა და  გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  ჯილდოს პარტნიორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონკურსში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.  

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, პროფესიულ განათლებაში განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესებული პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება.