geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა

2019-01-18

გამოცხადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის პირველი ეტაპის შედეგები.  შეფასების კომისიამ, მიღებული 92-დან განაცხადიდან კონკურსის ნახევარფინალისთვის შეარჩია ოცდაათი პროექტი. ნახევარფინალისტების შერჩევა მოხდა ექსპერტთა დამოუკიდებელი კომისიის მიერ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, ფოთის, ბორჯომის, თელავის, სენაკის, სოფელ დერცელისა და პატარძეულის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ეტაპი, ინტერვიუ ნახევარფინალისტ გუნდებთან გაიმართება 2019 წლის 29-30 იანვარს. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას. შედეგად, ექსპერტთა კომისია შეარჩევს ფინალისტ გუნდებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული, სხვა ფინალისტ გუნდებთან ერთად დაჯილდოვდებიან პრიზებით.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.  

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ეტაპზე გასული პროექტების სია:

  1. ტრიბოელექტრული ფარდა | 199-ე საჯარო სკოლა, IT აკადემია, კლასიკური გიმნაზია | თბილისი
  2. თეთრი დათვი | აია-ჯესს | თბილისი
  3. უჩინარი ძალა | მე-2 საჯარო სკოლა | ახალციხე
  4. Hand-held Schlierenoscope-მობილური დეტექტორი და რეტრორეფლექტორული მოზაიკური ეკრანი ჰაერში არსებული არაერთგვაროვნებების აღმოსაჩენად | აია-ჯესს | თბილისი
  5. ზევსი | პირველი ექსპერიმენტული სკოლა, 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  6. ცეცხლოვანი ბორბალი | სოფ. დერცელის საჯარო სკოლა | სოფელი დერცელი
  7. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით | 199-ე საჯარო სკოლა, აია-ჯესს | თბილისი
  8. აგრიკულტურილი მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის | აია-ჯესს | თბილისი
  9. უნივერსალური ავზი | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  10. Infrared Camera Drone | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  11. მძიმე მეტალებით წყლის დაბინძურების სენსორი | ლომისი | თბილისი
  12. ესკულაპე | აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზია | თბილისი, სენაკი
  13. მობილური ელექტროგასამართი სადგურების შექმნის კონცეპტუალური პროექტი | აია-ჯესს, საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სკოლა | თბილისი
  14. მძღოლის რეაქციის შეფასებისა და ტრენინგის მოწყობილობა | 174-ე, 157-ე, 35-ე, 186-ე და 147-ე საჯარო სკოლები | თბილისი
  15. უსინათლოს გარემოსთან მაადაპტირებელი სისტემა | 22-ე და 25-ე საჯარო სკოლები | ქუთაისი
  16. კურკუმინის ამინომჟვებთან ურთიერთქმედების პროდუქტები | სკოლა შავნაბადა, 87-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  17. თერმო | მე-6 საჯარო სკოლა | ფოთი
  18. მაგიური ქილა | აია-ჯესს | თბილისი
  19. მორწყვის ავტომატიზებული სისტემა | გივი ზალდასტანიშვილი ამერიკული აკადემია | თბილისი
  20. ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის მიღება მცენარეების გამოყენებით | ქართულ-ფრანგული სკოლა ლიცეუმი | სოფელი პატარძეული
  21. ტემპერატურის არამკაფიო მიკრორეგულატორი | 147-ე, 157-ე, 174-ე, 186-ე საჯარო სკოლები, სკოლა IB მთიები | თბილისი
  22. Carქესი | ევროპული სკოლა | თბილისი
  23. კედლის ხორკლიანობის გავლენის შესწავლა ექსპერიმენტების საშუალებით | მე-3 საჯარო სკოლა | ბორჯომი
  24. უცემენტო ბეტონი | ევროპული სკოლა | თელავი
  25. რობოტმანქანა სმარტფონ/პლანშეტით დისტანციური მართვით | 174-ე, 157-ე, 147-ე და 35-ე საჯარო სკოლები | თბილისი
  26. მოძრაობის სკანერი | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  27. ბარნის სმარტ ლაბირინთი | აია-ჯესს, პროგრესი | თბილისი, ქუთაისი
  28. Cyber Guide | 42-ე საჯარო სკოლა | თბილისი
  29. კიბერეთიკური რობოტი | ევროპული სკოლა | თბილისი
  30. უსინათლო ხედვა | 199-ე საჯარო სკოლა, ოაზისი, არქიმედეს სკოლა | თბილისი