geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალ სასწავლო წელს 230 პირველკურსელი მიიღო

2018-09-21

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განთლების პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. სპეციალურად ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დელატორე, ამერიკელი პროფესორების დელეგაცია და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნეში. ღონისძიებას დაესწრენენ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე ნაკადის პირველკურსელებს ჩამოსულ სტურმებთან ერთად სწავლის დაწყება მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა.
2018 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 230 სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტთა მეოთხე ნაკადი ტრადიციულად გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მრავალფეროვნებით. მათ შორის, არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაახლოებით 38% გოგონაა. 
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახელით ვულოცავ სტუდენტებს სწავლის დაწყებას და მოხარული ვარ, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში ამერიკული უმაღლესი ხარისხის ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზებით. მომავალ წელს უნივერსიტეტის ეყოლება პირველი გამოშვება, რომელიც გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს ინოვაციების შექმნას და საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდა თაობისთვის.“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია დაერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტი „სან დიეგოს სხელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 2020“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით საქართველოში STEM განათლების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდა. უნივერსიტეტში დღეს მიღებულ ახალ სტუდენტებს აქვთ შესაძლებობა ამ საფუძველზე ააშენონ საკუთარი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ამაყობს პროგრესით, რომლიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს მთავრობას და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორსი აღნიშნული პარტნიორობით განხორციელდა“. განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან ნეშმა.