geo eng
კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

2018-03-21

 მარტს,  სასტუმრო „იოტაში“ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა  და მასში ოცდათერთმეტმაგანსხვავებული პროფილისა და მასშტაბისკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ, როელში წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამი გამარჯვებული გამოავლინა.  

კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აღიარებულ იქნა დასაქმების იმ მაშტაბურ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებმაც დასაქმებისა და კარიერული ზრდის საშუალება მისცა 500-ზე მეტ სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს.

„აჭარა ჯგუფის“ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ კომპანია ზრუნავს სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ქალებს დააქმებაზე.დასაქმების პროგრამა აძლევს ბენეფიციარებს შესაძლებლობას, რომ  დაეუფლონ ახალი პროფესიებს და გაძლიერდნენ ფინანსურად. კომპანიამ გააძლიერა ქალების პროფესიულ ზრდაზე მიმართული პოლიტიკა, რაც აისახება ქალების საშუალო და ზედა მენეჯერულ პოზიციებზე გადანაწილებაში.

ქუთაისის პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრი მნიშვნელოვანი რესურსი ხმარდება თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და დახელოვნებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის სწავლას. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები. ორგანიზაციას აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ სასწავლო ორგანიზაციასთან, რათა მათი დახმარებით ატაროს ტრენინგები სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მაგალითისთვის მოვიყვანთ „SOS ბავშვთა სოფელს“ სადაც სუროგატ დედებსა და სოციალურად დაუცველი ბავშვების დედებს პროფესიული განვითარების მიზნით უტარდებათ ტრენინგები. 

დაჯილდოების ღონისძიება გახსნეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას, რომელიც შედგებოდა საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან ესაუბრა კომპანია დალბერგის რეგიონული დირექტორი, ჯო დოერტი, თემაზე: თანასწორი ბიზნეს გარემო, როგორც პრიორიტეტი.  

აღნიშნულ კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს, რითაც დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ერთობლივად შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაცია.