geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ხიდისთავის საჯარო სკოლის ერთობლივი ღონისძიება მიეძღვნა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას.

2017-12-12

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმი იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და მთავრდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. 

ყოველწლიურად, აქტივიზმის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შეგვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს თანაბრად ეძლეოდეთ განათლების მიღებისა და მომავლის შენების შესაძლებლობები, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ბერკეტია ქალების მიმართ ძალადობის დასაძლევად.  

2017 წლის 8 დეკემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ეწვია სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლას, რომელიც ფონდის მხარდაჭერით არის რეაბილიტირებული და მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან  რათა გაეზიარებინა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ , წარედგინა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები  და გაეცნო სიახლეები  პროფესიული განათლების ახალი პროექტებისა და  საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების შესახებ.  ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა  გაიგეს ათასწლეულის ინოვაციების მორიგი კონკურსის გამოცხადების შესახებ.  აგრეთვე  მოხდა მოკლე ვიდეოფილმის ჩვენება ინოვაციების კონკურსის 2017 წლის გამარჯვებული გუნდის შესახებ.