geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გოგოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს

2017-10-13

12 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გოგოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სპეციალური ღონისძიება გამართეს წიგნის სახლ „ლიგამუსში“. ღონისძიებას დაესწრნენ და სტუდენტებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ესაუბრნენ საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი და NDI-ს  პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია.

გაიმართა დისკუსია ქალთა გაძლიერების, ქალი ლიდერების და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას პარლამენტის გენდერული საბჭოს საქმიანობის, გენდერული თანასწორობის კანონმდებლობისა და გენდერული თანასწორობის ბოლო კვლევების შედეგების შესახებ. 
გოგოების საერთაშორისო დღე 11 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის შესახებ, ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა,  თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაჩენა განათლების მიღებასა და დასაქმების კუთხით.