geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მომავლის ბანაკში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

2017-09-04

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრის მიერ ორგანიზებულ მომავლის ბანაკში, შაორში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა. ფონდის თანამშრომლები ბანაკს ოთხჯერ ესტუმრნენ და მონაწილეებს ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გააცნეს მათთვის არსებული შესაძლებლობები. შეხვედრები ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა, მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ განათლების სისტემაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.  ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პროფესიული განათლების ახალი პროგრამებით, რომლებიც შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროგრამის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი მოსაზრებების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ფონდი მომავალშიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.