geo eng
ჰაკათონი რაგბისთვის

2017-06-13

2017 წლის 9-11 ივნისს, რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, კომპანია ბილაინის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლეს ღონისძიებას „ჰაკათონი რაგბისთვის“.

ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტების შექმნას, რომელიც დაეხმარება ქართულ რაგბს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
პროფესიონალმა ჟიურიმ 18 წარმოდგენილი პროექტიდან სამი საუკეთესო აარჩია. საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 
I ადგილი:
გუნდი: i-Rugby (ლაშა ყაჭეიშვილი, გიორგი ასანიძე, გიორგი აფხაძე, გიორგი ვათიაშვილი)
პროექტი: მოწყობილობა რომელიც გაზომავს მოთამაშის წნევას, აჩქარებას, გადაადგილებას და სხვა აქტივობებს ვარჯიშის და თამაშის დროს. მონტაჟდება მოთამაშის ფეხსაცმლის ძირში.

II ადგილი
გუნდი: Rapp (ნიკა მინაშვილი, ნიკოლოზ სანაკოევი) 
 პროექტი: მწვრთნელის ონლაინ მრჩეველი. საშუალებას აძლევს მწვრთნელს, თამაშის/ვარჯიშის დროს შეაფასოს მოთამაშის პერფორმანსი. რეიტინგები გროვდება აპლიკაციაში და ყველა მოთამაშეს წვდომა აქვს იმ შეფასებაზე, რაც მან მიიღო მწვრთნელისგან.

III ადგილი
გუნდი: Imperium (მარიამ გაგუა, ნინო მიქაძე, გიორგი ნადირაძე, გურამ ფუტკარაძე)
ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, მწვრთნელებისთვის, მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრებისთვის, გუნდის ანალიტიკოსებისა და ექიმებისთვის. პლატფორმა ადაპტირებულია ანდროიდ, ios და ვებისთვის. აპლიკაციის საშუალებით მოხდება ყველას ერთმანეთთან დაკავშირება, კომენტარების გაცვლა, მონიტორინგი და ა.შ