geo eng
ABET-ის ფონდის ვიზიტი

2013-06-24

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების ხარისხის განვითარების მიზნით სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული და სამეცნიერო/ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტის ფარგლებში.
 
ABET foundation visit - press release.pdf