2017-02-07
7 თებერვალს, სასტუმრო რუმსში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გამართა. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს, სამშენებლო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მომავალი სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები გაეცნენ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროგრამები აშშ-ში სამშენებლო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა, რათა კურიკულუმში გათვალისწინებული ყოფილიყო თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, იგივე პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგოს.
პრეზენტაციას დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი ჯენერ ედელმანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და „ანაკლია დეველოპმენტის“ ვიცე-პრეზიდენტი პოლ ფორსი.
დეტალური ინფორმაცია ახალი პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.Georgia.SDSU.edu