geo eng
საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის შესახებ

2017-01-17

2017 წლის 17 იანვარს, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა, სადაც მონაწილებმა მიიღებეს დეტალურ ინფორმაცია პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ. კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც ჩართულია როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

24 იანვარს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ქუთაისში. დაინტერესების შემთხვევაში საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაიგეგმება თელავში.