სკოლების მოვლა-პატრონობის ახალი სისტემა ყველა ახალაშენებულ და ახალგარემონტებულ სკოლაში
2017-01-11
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას ინიცირება მოახდინეს. პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს უკეთ მართონ ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს საჯარო სკოლების შენობების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი მოვლა-პატრონობის სისტემა არ არსებობს, რამაც განაპირობა შენობების მდგომარეობის თანდათანობითი გაუარესება. ეს საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და მისი გადაჭრა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება.
საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში.