geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა

2016-11-07

გამოცხადდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურის პირველი ეტაპის შედეგები. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, ექსპერტთა კომისიამ გამოავლინა კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული ოცდაათი გუნდი თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალის ინტერვიუები გაიმართება 2016 წლის ნოემბრის ბოლოს, თბილისში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული პროექტებია:

  1. პატარა ვუნდერკინდები | ქუთაისის #11 საჯარო სკოლა. ქუთაისი;

  2. „Winners” | ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლა. ხაშური, სოფელი წაღვლი;

  3. გეოლოიური საფრთხეები | წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია. სენაკი;

  4. მკვლევარი | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, საგარეჯო, სოფელი პატარძეული;

  5. ვეკუა 42 | აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა. თბილისი;

  6. თვითგანვითარებადი მოწყობილობები | კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა. თბილისი;

  7. „Devil Hunters” | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS. თბილისი;

  8. „ESW” | დემირელის სახლობის კერძო კოლეჯი. თბილისი;

  9. ავტომობილის მართვის ჰიბრიდული სისტემა | ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა. თბილისი;

  10. „SmartKey” | სკოლა ოლიმპი. თბილისი;

  11. „Atlantis” | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS. თბილისი;

  12. ბორჯღალმობილი | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, ახალი ლიცეუმი. თბილისი;

  13. ადამიანზე მოქმედი უარყოფითი ინერციული ძალის მაკომპენსირებელი სისტემა | 107-ე საჯარო სკოლა, 140-ე საჯარო სკოლა, თბილისი.

  14. კოლონიზატორები | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS. თბილისი;

  15. „Non-stop” | ქ. თბილისის 130-ე საჯარო სკოლა, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი. თბილისი;

  16. “NEWPHANASKERTELI” | ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა. ოზურგეთი;

  17. AIN Productions © | მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქ. თელავის 1 საჯარო სკოლა. თელავი;

  18. პიკა | ქ. ვანის მე-2 საჯარო სკოლა. ვანი;

  19. NOVA | „არეა“. ხობი;

  20. არწივის თვალი | ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა. ქუთაისი;

  21. ირიდა | ქ. ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლა. ქუთაისი; წყალტუბოს რაიონი, სოფელი ფარცხანაყანევი;

  22. ჭკვიანი ყვავილი | ქ. ქარელის მე-2 საჯარო სკოლა. ქარელი;

  23. Bithawk | ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლა, ქ. გორის 1 საჯარო სკოლა. გორი;

  24. ძმები ბუთბაიები © | სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა. თბილისი;

  25. სუპერ თვალი  | 61-ე საჯარო სკოლა, შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა. თბილისი;

  26. Vespas | 128-ე საჯარო სკოლა. თბილისი;

  27. Explorify | 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში. თბილისი;

  28. სინათლე ჩვენს ფანჯრებში | ნიუტონის თავისუფალი სკოლა. თბილისი;

  29. “HelუფროMET” |  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

  30. შუალა | „ქართული სასწავლებელი“, თბილისი.

შეგახსენებთ, რომ  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2016 წლის 21 სექტემბერს გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.  ჟიური გამოავლენს უფროსკლასელებისაგან შემდგარ სამ საუკეთესო გუნდს საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.   მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო პროგრამაში.

კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.