geo eng
VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი ტრენინგ-მოდულები შემუშავდა

2016-08-03

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საგნობრივი მეთოდიკის  ახლადშემუშავებული ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა.  

საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგები საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის და VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლისთვის 2017 წლის ზაფხულიდან ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგ-მოდულებზე მუშაობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, გაანალიზდა მასწავლებელთა საჭიროებები, მოეწყო შეხვედრები მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან. მოდულებზე ქართველ კოლეგებთან  ერთად პროექტში ჩართულმა უცხოელმა ექსპერტებმა იმუშავეს.  

ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა  პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.

საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის და VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება 2016  წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორ ძირითად ეტაპად იყოფა, რომელიც გულისხმობს ზოგადი პროფესიული უნარების სასწავლო კურსსმოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესიდა საგნობრივი მეთოდიკის კურსსაქტიური სწავლება საგნებში”.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების  გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.