geo eng
ძლიერი ქალები ძლიერი ეკონომიკისთვის

2016-05-05

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, დენა ჰაიდი ხაზგასმით აღნიშნავს ქალის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში და საქართველო მოჰყავს ამ მიმართულებით წარმატებული ქვეყნის მაგალითად. „საქართველოში, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური სფეროების (STEM) პროფესიონალების ნაკლებობა - იქნებიან ესენი ქალები თუ კაცები - გამოიკვეთა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად და MCC-ის კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური და კულტურული ნორმები დიდ როლს ასრულებს ამ მიმართულებით. შედეგად, MCC-ი უზრუნველყოფს სკოლის დირექტორების და საშუალო სკოლის ინგლისურის, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მსოფლიო დონის STEM განათლება მიიღონ საქართველოში.“ - ამბობს ქალბატონი დენა ჰაიდი „Medium“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

იხილეთ სტატია: https://medium.com/@MCCgov/to-promote-growth-empower-women-93618fdb9415#.yjktj2vwg