geo eng
აშშ-ის მთავრობამ პროფესიულ განათლებასა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის გაძლიერებისთვის 250,000 აშშ დოლარის გრანტი გამოყო

2016-04-21

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საგრანტო კონკურსის პირველი ფაზის ფარგლებში დაფინანსდა შვიდი პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 70,000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.

საგრანტო კონკურსი 2015 წლის 4 დეკემბერს გამოცხადდა და მისი მიზანია პროფესიულ განათლებაში ინდუსტრიის, დამსაქმებლების მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, კერძო კომპანიებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

დაფინანსებული პროექტებიდან, სამი საქართველოს რეგიონებში - ქუთაისში, რუსთავსა და კაჭრეთში განხორციელდება, დანარჩენი კი - თბილისში. საგრანტო კონკურსის მეორე ფაზა 2016 წლის ბოლოს გამოცხადება. საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტი, ასევე, ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდას, ინოვაციური სწავლების მეთოდების შემოღებას და სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების  პოპულარიზაციას.

საგრანტო კონკურსის პირველი ფაზის გამარჯვებული ორგანიზაციები არიან: საქართველოს ბიზნესს აკადემია - SBA; ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“;  სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“; სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სსიპ - ქუთაისის #33 საჯარო სკოლა; შპს მაინდსტრიმი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.