geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ პროფესიულ ქოუჩინგში

2016-04-01

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით 1 აპრილს, 2016,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტის, კამელია ბულატის  მიერ ჩატარებულ ტრენინგში, თემაზე „როგორ მივაღწიოთ წარმატებას: მოტივაცია, ჩართულობა, მოქმედება“. ღონისძიება განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“  ფარგლებში.

„ქოუჩინგის“ მონაწილეებმა გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები, იმსჯელეს დასმულ საკითხებზე და შეასრულეს სავარჯიშოები სამოქალაქო და სამეწარმეო ჩართულობის თემებზე.   

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ანი შალამბერიძემ და მიშო დგებუაძემ წარმოადგინეს ჯგუფური ნამუშევრები თემებზე: ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის SWOT ანალიზი და სხვადასხვა დავალებების შესრულების მართვა ეიზენჰაუერის მეთოდის გამოყენებით.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ, ენახათ TED პლატფორმის საუბრები: იასმინ აბდელ მაჯიდის, რომელიც არის მექანიკური ინჟინერი, მწერალი და აქტივისტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებში და დეიმ სტეფანი, სტივ - შირლისა, რომელმაც ბრიტანეთში დააარსა ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული პროგრამირების კომპანია და დაამკვიდრა მუშაობის ინოვაციური პრაქტიკა - მის მიერ დასაქმებულთა უმრავლესობა ქალი იყო.