geo eng
საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების წინასატენდერო შეხვედრა

2016-03-25

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 25 მარტს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტის ფარგლებში წინასატენდერო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის საერთაშორისო ტენდერი 2016 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა და მოიცავს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სკოლებს. სატენდერო წინადადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 6 აპრილის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4).

გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება მაისში. შედეგად, მოხდება 32684.66 კვადრატული მეტრი ფართის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა; 4930 მოსწავლეს გაუუმჯობესდება სასწავლო გარემო და ისწავლის კომფორტულ სკოლაში. ამასთან, პროექტის ფარგლებში 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტი ხორციელდება, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ