geo eng
ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე

2013-05-21

ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა დასიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის დეკემბერში საქართველო შეარჩია MCC-ის მეორეხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად. კომპაქტის შემუშავების პროცესის წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდშისაქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებითკი - კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის, როგორც ქვეყნის უწყვეტიგანვითარების ძირითადი ხელშემშლელი პირობის აღმოფხვრა ეკონომიკურ სექტორებში. განათლების სისტემისგანვითარების ხელშეწყობისათვის კომპაქტის ფარგლებში ჯამურად იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა.

კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა- საქართველომ გამოაცხადა ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი მიმართულებებით:

• Selection of Partner Institution(s) for Capacity Building and Establishing Bachelor Degree Programs in Science, Technology, Engineering and Math Higher Education in Georgia (მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო დამათემატიკის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა) -გამოცხადების თარიღი 2013 წლის 6 თებერვალი, წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 22 მარტი;

წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ა.წ. პირველ მარტს, 2013, 17 საათზე, სასტურო„თბილისი მარიოტში“.

შეხვედრის მიზანია ტენდერში დაინტერესებულ კანდიდატებისთვის სატენდერო პირობების გაცნობა და შეკითხვებზე პასუხის გაცემა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცეპრემიერ-მინისტრი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბ-ნი ჯიმმაკნიკოლასი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი გია ზურაბაშვილი.შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, ათასწლეულისგამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს თანამშრომლები დამოწვეული პირები..