geo eng
ინჟინერია და ტექნოლოგიები ქართულ ხელოვნებაში

2016-01-20

გთავაზობთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2016 წლის კალენდარს, რომელიც ეძღვნება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ თემატიკას - „STEM ქართულ ხელოვნებაში“. მოგეხსენებათ, ფონდის საქმიანობა აღნიშნულ დისციპლინებში განათლების ხარისხის განვითარებას ემსახურება. საქართველოში STEM პროფესიონალების რიცხვი მცირდება და აუცილებელია ახალი თაობის, თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე ინჟინრების, მშენებლების, ქიმიკოსების, ტექნოლოგებისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესიონალების მომზადება. განვითარებული ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიების განვითარებას მოაქვს ეკონომიკის გაძლიერება. შესაბამისად, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, საქართველოში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებასა და ეკონომიკის განვითარებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ კალენდრის მომზადებაში:

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ეროვნულ გალერეას, ხელოვნების მუზეუმს, დავით ლორთქიფანიძეს, ანა ვერულაშვილს, ნინო ხუნდაძეს, მაკა ბეჟუაშვილს,ზაირა ბერელიძეს, მაია ციციშვილს, გია ჩხატარაშვილს და ირინა კაჭარავას. 

აგრეთვე, გამოვხატავთ მადლიერებას იმ ხელოვანების მიმართ, რომელთა ნამუშევრებიც წარმოდგენილია ამ კალენდარში. კერძოდ, დიდი მადლობა გიორგი გაგოშიძეს და ლევან მეხუზლას.

კალენდარი იხილეთ აქ

All rights reserved © MCA-Georgia.