geo eng

აშშ-ის უნივერსიტეტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ASC, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგში.  სამ პარტნიორ უნივერსიტეტში -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - შემდეგი საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ელექტრული ინჟინერია

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • კომპიუტერული მეცნიერებები

  • ქიმია/ბიოქიმია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ელექტრული ინჟინერია

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • სამოქალაქო მშენებლობა (2017-18 სასწავლო წლიდან)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა (2017-18 სასწავლო წლიდან)

  • ელექტრული ინჟინერია

  • კომპიუტერული ინჟინერია

  • ქიმია/ბიოქიმია

2016-2017 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამების ბროშურა

სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. ლექციებს ატარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი და  უნივერსიტეტში, კალიფორნიაში გადამზადებული ქართველი პროფესორები. პარტნიორ უნივერსიტეტებში გარემონტდა და შენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რათა სტუდენტებს წვდომა ჰქონდეთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ლაბორატორიებზე.

STEM აკადემია

STEM აკადემიის მიზანია, მოიზიდოს საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგებით დაინტერესებული უფროსკლასელები (მეთერთმეტე-მეთორმეტე) და გააცნოს ამ დარგებში არსებული 

უახლესი აღმოჩენები და მიღწევები. სემინარებს ატარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი მეცნიერები  და პროფესორები. ამ შეხვედრებზე აბიტურიენტები ასევე ეცნობიან აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემას, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობას.

STEM Institute

ყოველწლიურად საბუნებისმეტყველო დარგებსა და მათემატიკაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო მართავს წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ, გზამკვლევ კურსებს პირველკურსელი სტუდენტებისთვის.

ინლგისური ენის აკადემია

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო სტუდენტებს დაეხმარება ინგლისური ენის სიღრმისეულ შესწავლაში, რათა მათ წარმატებით გაიარონ ინგლისური ენის ტესტი (TOEFL), დააკმაყოფილონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM დისციპლინებზე სწავლის მოთხოვნები და გაუადვილდეთ სასწავლო მასალის ინგლისურად დაძლევა.

გაცვლითი პროგრამები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით ისწავლონ  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,  კალიფორნიაში. 2016 წელს, გაცვლითი ვიზიტით  სან დიეგოში ქართველი სტუდენტების პირველი ნაკადი გაემგზავრა. გაცვლითი ვიზიტები ყოველწლიურად განხორციელდება.

როგორ ჩავაბაროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე საქართველოში

პროგრამებზე დარეგისტრირება შესაძლებელია Apply SDSU-ს ადრეული რეგისტრაციის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პირობითად ჩაირიცხებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების პირობით ან მხოლოდ ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პროგრამებზე მიიღებიან სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში, შემდეგ საგნებში დადგენილი კომპეტენციის ზღვარის გადალახვას შეძლებენ:

  • ზოგადი უნარები - 40%+1

  • ინგლისური ენა  - 65%+1

  • მათემატიკა - 50%+1

  • ფიზიკა - 40%+1

  • ქიმია- 30%+1

  • ბიოლოგია - 35%+1

  • ქართული - ერთიანი ეროვნულ გამოცდებით განსაზღვრული მინიმალური ზღვარი

სწავლის ღირებულება და ფინანსური დახმარება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 აშშ დოლარს შეადგენს. 

საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით  ჩარიცხულ  სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

სტუდენტებს აგრეთვე შეუძლიათ მოიპოვონ სრული ან ნაწილობრივი ფინანსური დახმარება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. ფინანსური დახმარების ფორმა ადრეული რეგისტრაციის ფორმის ნაწილია და მისი შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.georgia.sdsu.edu.

პროექტის "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 2020" შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://georgia.sdsu.edu/