geo eng

შეფასებები

 

საკლასოეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა

პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საკლასო შეფასების  სისტემის შექმნა, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა,კვლევების საფუძველზე სანდო მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის კურსის შემუშავება.

ეროვნული შეფასება

ეროვნული შეფასებების ჩატარების მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლის დონეზე დანერგვის მდგომარეობის შესწავლა,მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება სხვადასხვა დროის მონაკვეთში, მიღწევებისა და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება,სხვადასხვა ფაქტორის გამოვლენა, რაც გასათვალისწინებელია სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვისას;რეკომენდაციების შემუშავება, როგორც სკოლებისთვის, ასევე განათლების სისტემის პოლიტიკის შემქმნელებისთვის. ეროვნული შეფასებები ხელს უწყობს სწორი საგანმანათლებლო ინტერვენციების იდენტიფიცირებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ  ეროვნული შეფასებების მხარდაჭერა ორ ეტაპად მოხდება შემდეგ საგნებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერება:ფიზიკა, ქიმია, ბილოგია; მათემატიკა; ქართული, როგორც მეორე ენა. ეროვნული შეფასებები დაგეგმილია საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის. პირველი ეტაპის ეროვნული შეფასებები ჩატარებულია ყველა ზემოაღნიშნულ საგანში. მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.

საერთაშორისო შეფასება

საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიზანია, მოხდეს განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან.საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების მიზანი დიდწილად მსგავსია, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო შეფასებების შემთხვევაში, ანალიზი მიმდინარეობს საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით და მისი მხედველობაში მიღების შემთხვევაში ხდება ადგილობრივი განათლების ესქპერტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი,  კომპაქტის ფარგლებში, მხარს დაუჭერს შემდეგ საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიღებას: PISA, TALIS, TIMSS. TALIS-ის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საკლასო შეფასება

კომპაქტის ფარგლებში, მოხდება საკლასო შეფასების სისტემის დანერგვა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ისეთი შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად მოახდინოს თითოეული მოსწავლის პროგრესის შეფასება და დაგეგმოს სასწავლო პროცესი მოსწავლისინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.