geo eng

სკოლების მოვლა-პატრონობა

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავების პროექტი იწყება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარებისა და დანერგვის პროექტი დაიწყო, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე,  $140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება.  კომპაქტის საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის ივლისში და ხუთი წლის განმავლობაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს მოიცავს. 

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი  და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.  ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუწია სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. სისტემის შემუშავება მოხდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით.

უნიფიცირებული  და მოქნილი სისტემა შესაძლებლობას მისცემს სკოლებს, რომ დროული რეაგირება მოახდინონ და გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.  საქართველოს საჯარო სკოლების შენობების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი მოვლა-პატრონობის სისტემა არ არსებობს, რამაც განაპირობა შენობების მდომარეობის თანდათანობითი გაუარესება. ეს საგანმანათლებლო სისტემისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს და მისი გადაჭრა  აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება.