geo eng

რუსუდან კემულარია

დირექტორი იურიდიულ საკითხებში

11/2012 წლიდან დღემდე, რუსუდან კემულარიას  უკავია სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) იურიდიულ საკითხებში დირექტორის თანამდებობა. რუსუდანმა  საქართველოს მთავრობის სახელით აწარმოა მოალაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან $140 მილიონი საგრანტო ხელშეკრულების (მეორე კომპაქტის) გაფორმების მიზნით. იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს MCA-Georgia, სამეთვალყურეო საბჭოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას.

07/2013 - 07/2014 წ. რუსუდანი გახლდათ ამერიკის სავაჭრო პალატის იურიდიულ  და საგადასახადო საკითხებში მრჩეველი.

08/2010 - 08/2012წ. რუსუდანი იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტს, საგადასახადო დავების სამსახურს. აწარმოა მოლაპარაკება და გააფორმა 40-ზე მეტ სახელმწიფოსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების  და საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე შეთანხმებები; გახლავთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანაავტორი.

2012 წლის 21 თებერვლის სქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მონაწილეობდა, როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში (საგადასახადო, საბაჟო თავები).

08/2010 - 08/2012წ.  რუსუდანი გახლდათ საპარლამენტო მდივანი. შემუშავებული და პარლამენტში განსახილველად წარდგენილი აქვს 500-მდე კანონის პროექტი, საერთაშორისო საგრანტო და საგარეო ვალის შესახებ ხელშეკრულებები.

08/2010-08/2012წ. რუსუდანი წარმოადგენდა დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, განხილული აქვს 3000-მდე სამართლებრივი დავა; 07/2008-07/2010 დავების განხილვის  საბჭოს წევრი,  განხილული აქვს 1500-მდე სამართლებრივი დავა.

05/2010 - 08/2010 წ. რუსუდანი გახლდათ სსიპ საფინანსო აკადემიის რექტორი; 03/2009 - 05/2010წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის უფროსი; 07/2008 - 03/2009წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

2007-2008წ. რუსუდანი გახლდათ ევრო კავშირისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროექტის ფარგლებში სამართლის ექსპერტი. 2006წ. მან სტაჟირება გაიარა ბრიუსელში, RAG  კონსორციუმში.

რუსუდან კემულარიამ 2004 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა გერმანიის, ბილეფელდის უნივერსიტეტი და  მიენიჭა სამართლის მეცნიერებათა მაგისტრის  (LL.M) ხარისხი; 2013 წელს გახლდათ ჰარვარდის კენედის (Harvard Kennedy School) ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებული. 2016 წლიდან გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. რუსუდანმა არაერთი სასწავლო კურსი გაიარა ვენის საერთაშორისო  ეკონომიკურ უნივერსიტეტში, მიღებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის,  ვენის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის სტიპენდია.

რუსუდანი გახლდათ კავკასიის სამართლის სკოლის არჩეული ასისტენტ - პროფესორი;  გამოქვეყნებული აქვს ქართულ და ინგლისურ ენაზე არაერთი აკადემიური და ანალიტიკური ნაშრომი.

რუსუდანი სრულყოფილად  ფლობს ქართულ,  გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ფრანგულ ენას  ფლობს საბაზისო დონეზე. დაოჯახებულია და ჰყავს ქალიშვილი.