geo eng

გიორგი ლებანიძე

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი

გიორგი ლებანიძე მუშაობს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დირექტორის თანამდებობაზე. გიორგი ლებანიძემ ფონდში დაიწყო მუშაობა 2014 წლის მაისში გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა ოფიცრის პოზიციაზე.

2014 წლამდე გიორგი ლებანიძე ლებანიძე მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებში.  გიორგის აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტი) გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გიორგის აქვს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი გეოგრაფიაში.  ასევე 2012 წელს მიღებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტის დიპლომი საჯარო მმართველობაში (აშშ, ნიუ-იორკი).  გიორგი ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.